ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 22.01.2026
  • თბილისი | მარნეული
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები სიტყვიერი გაფრთხილება

კომუნიკაციების კომისიამ “რადიო მარნეული”  სიტყვიერად გააფრთხილა

22 იანვარს, კომუნიკაციების კომისიამ “რადიო მარნეული” გრანტის მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევიდან გამომდინარე მიიღო.  
  • 22.01.2026
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

თბილისის საკრებულოს წევრი დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას ცდილობს 

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ზარნაძე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს “ფსიქოლოგიურ ტერორში, არეულობისა და შიშის დათესვაში” ადანაშაულებს.  "შეუძლებელია თვალი დახუჭო იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე, რომელსაც ოპოზიციური მედიასაშუალებები ყოველდღიურად ახორციელებენ....ეს აღარ არის ჟურნალისტიკა, ეს არის ადამიანების ფსიქიკით მანიპულირება. მათი მიზანი - მუდმივი დაძაბულობის განცდა, საზოგადოებაში არეულობისა და შიშის დათესვა, მომავლის მიმართ სრული უიმედობის გაჩენა" - დაწერა საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან".
  • 21.01.2026
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია ფორმულას უჩივის 

21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” უჩივის. 
  • 20.01.2026
  • თბილისი
  • პრო-სამთავრობო/პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედი”
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

ტელეკომპანია “იმედი” ვიკა ბუკიას დისკრედიტაციას ცდილობს

20 იანვარს, ტელეკომპანია “იმედმა” სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა  TV პირველის ჟურნალისტის ვიკა ბუკიას მონოლოგიდან ამოჭრილი მონაკვეთი - წარწერით “პროპაგანდისტის გრამატიკული „განათლება“. 
  • 17.01.2026
  • თბილისი
  • დაუდგენელი | კერძო პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაშინება/მუქარა

ჟურნალისტის მიმართ მუქარა „შაბათის ფორმულაში“ გასული საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ

17 იანვარს, მას შემდეგ, რაც შაბათის ფორმულაში გავიდა საგამოძიებო რეპორტაჟი რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობაზე კორუფციულ სქემებში, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა სოციალური ქსელით მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერს: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”.
  • 16.01.2026
  • თბილისი
  • სამართალდამცველი | სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი დევნა

აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა, რადგან სასამართლოს შეფასებით მის ქმედებაში შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფრთხე ემუქრება.
  • 16.01.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

ჯარიმა და ყადაღა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის

2025 წლის 30 აგვისტოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის “მაუწყებელის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც დასტურდება „მაუწყებლის“ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალებით, საგამოძიებო ორგანოებმა აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინეს.
  • 12.01.2026
  • თბილისი
  • ოფიციალური პირი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია სიტყვიერი შეურაცხყოფა

კახა კალაძე TV პირველის ჟურნალისტის დისკრედიტაციას ცდილობს  

12 იანვარს, კახა კალაძემ საჯარო კომენტარის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტს. ინციდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა. 
  • 12.01.2026
  • თბილისი
  • პრო-სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიაPOSTV
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

POSTV-ის ეთერში გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

12 იანვარს, POSTV-ის „ანალიტიკამ“ გაავრცელა სიუჟეტი სათაურით „კრიმინალი მზია ამაღლობელის კრიმინალური ქრონოლოგია“, რომელიც ჟურნალისტისა და გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ იყენებს სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის ენას.
  • 09.01.2026
  • თბილისი
  • კერძო კომპანია
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
მედიის საქმიანობის შეწყვეტა

ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” საქართველოს ამბებს აღარ გააშუქებს

ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” ფორმატს იცვლის და 2026 წლიდან აღარ გააშუქებს საქართველოს ამბებს. ოფიციალურ განცხადებაში, ტელეკომპანიამ  ეს გადაწყვეტილება ფინანსურ რესურებს დაუკავშირა.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ